ამფეტამინი

ამფეტამინი
წარმოადგენს სინთეტურ ნივთიერებას, რომლის ქიმიური გადამუშავების შედეგად მიიღება ფერადი ფხვნილი ან აბები. ამფეტამინის ჟარგონული დასახელებები: სპიდი, ამფი, კრისტალი, კრენკი. ამფეტამინის მოხმარება: - მოწევით, მაგალითად მეთილამფეტამინისა, რომელიც ამფეტამინზე უფრო ძლიერია. - ორალური გზით: - წყალში გახსნილი აბის სახით; - ინექციით; - ზოგჯერ ინჰალაციის გზით; ამფეტამინის ზემოქმედება: კოკაინსა და ამფეტამინს მსგავსი ფიზიკური ზემოქმედება ახასიათებთ: - გუგების გაფართოვება; - სხეულის ტემპერატურის ზრდა; - მაჯისცემის მომატება და სისხლის წნევის აწევა; - ყბის მოძრაობა. კოკაინის აღმგზნები ეფექტის გამო მომხმარებელი: - გრძნობს ენერგიის მოჭარბებას; - საუბრობს ხმამაღლა და სწრაფად; - არ გრძნობს შიმშილს. ამფეტამინის ფსიქოლოგიური ზემოქმედება იწვევს: - განდიდების მანიას; - დაუფიქრებელ მოქმედებებს; - მძაფრ და არაადექვატურ ქცევას. ხშირად აღინიშნება განწყობის სწრაფი ცვალებადობა. კმაყოფილების შეგრძნება ხშირად შეიძლება შეიცვალოს აგრესიული, სასტიკი და პარანოიდული ქცევით.
Source: პოლიცია და ნარკოტიკები. (სტუდენტის სახელმძღვანელო),–ფონდი „ღია საზოგადოება – საქართველო,–თბ,.–2002

Georgian encyclopedia. 2013.

Игры ⚽ Поможем написать курсовую

Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»